ახალი პოლიტიკური ბლოკი

გოგუაძე: ევროპული საქართველო არ არის ენმ, ისე, როგორც თავდემები აღარ ვართ ქართული ოცნება

მთავარი კითხვა დღეს არის, როგორ მოხდა, რომ გირგვლიანის ადვოკატი შალვა შავგულიძე დადგა "ნაციონალების" გვერდით. ჯერ ერთი, მინდა, ვთქვა, რომ ევროპული საქართველო არ არის ნაციონალური მოძრაობა, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები აღარ ვართ ქართული ოცნება და როდესაც დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება სასამართლოს აბარებს [ლევან] მურუსიძეს, [მიხეილ] ჩინჩალაძეს, ევროპულმა საქართველომ თავის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა შალვა შავგულიძე. ამით ქართულმა ოცნებამ გვითხრა, რომ მისი სტანდარტი არის მურუსიძე, ხოლო ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების სტანდარტი არის შალვა შავგულიძე

თავისუფალი დემოკრატების ერთერთი ლიდერი ნინო გოგუაძე ტვ პირველის ღამის ეთერში. 20 მარტს ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა ახალი პოლიტიკური ბლოკი ჩამოაყალიბეს და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე დაასახელეს

კომენტარები