ხანძარი

კოსტავას ქუჩაზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

ტაბულა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო "გუცას" ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 250 კვ/მ ფართობი.

მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

კომენტარები