ირაკლი სესიაშვილი პირველ რიგში მაგალითს თვითონვე უნდა იძლეოდეს და თავის შვილს აგზავნიდეს ჯარში. თავის შვილს არ უშვებს ჯარში და სხვის შვილებზე როგორ საუბრობს?! აბსოლუტური ნონსენსია, რომ დისკრიმინაციის ასეთი ფორმა შემოვიღოთ. თუ ხარ მართლმადიდებელი შენ ეს გეპატიება და სენ ეს არ გეპატიება. ჩვენ რა სახელმწიფოს ვაშენებთ უკაცრავად? რა მიდგომაა არ მესმის. ყველაფერი დალაგებულია ეკლესიაში? რა გარანტია გვაქვს, რომ არ გახდება თავშესაფარი იმ ადამიანების, რომლებსაც არ უნდათ რომ ჯარში წავიდნენ. ჯარში წასვლა შეზღუდვებით, აკრძალვებით ან რაღაც დიფერენციებით პრობლემას ვერ მოაგვარებს. აბსურდია ეს ყველაფერი
ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა