წულუკიანი: მარშანიას გამოსვლა რუსული ნარატივის საუკეთესო მაგალითი იყო ზურაბიშვილის შემდეგ

არა, ქალბატონო ადა, მე თქვენ აღარ დაგელაპარაკებით - არც ამ ტონით, არც იმ ტონით და არც არანაირი ტონით, იმიტომ, რომ იმ პარტიას ვცემ პატივს და ქალბატონ ირმას, რომელთან ერთადაც ბრძოლა გამივლია. მაგრამ ძალიან გთხოვთ ქალბატონო ადა, რუსული ნარატივით ნუ საუბრობთ ამ ტრიბუნიდან და საუკეთესო მაგალითი იყო რუსული ნარატივის, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, თქვენი გამოსვლა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე პატრიოტთა ალიანსის დეპუტატს ადა მარშანიას მიმართა. ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TV პირველთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს "მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა". ამასთან, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს "ჩვენი შიდა საქმეა" და ომი რუსეთმა დაიწყო.

კომენტარები