თაღლითობა

სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

NewsDay.Ge

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა იგი, რომ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ დაასაქმებდა გორის მუნიციპალიტეტში არსებულ რომელიმე საჯარო დაწესებულებაში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს 3 500 აშშ დოლარი გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება"- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები