საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენა

ტაბულა

"67 მომხრე, 8 - წინააღმდეგი" - პარლამენტმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა. გადაწყვეტილების მიღებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. პარლამენტი საკითხის განხილვას ორ კვირაში დაუბრუნდება.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი უმრავლესობამ დააყენა. ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების ოფისში 18 მარტს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების მოთხოვნას პოლიტიკური საფუძველი აქვს. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ზვიად კვაჭანტირაძის თავმჯდომარეობის პერიოდში, დიასპორის კომიტეტი წარმატებული არ იყო.

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა თებერვლის ბოლოს დატოვა.

კომენტარები