სასამართლო სისტემა

"ოჯახური ბიზნესი გქონდათ სასამართლოში", "შენს ხელებს ფულის სუნი ასდის" - ზარდიაშვილი ბესელიას

პალიტრა მედია

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი უკვე ყოფილ თანაგუნდელ ეკა ბესელიას სასამართლოში საოჯახო ბიზნესის ქონაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თუ ეკა ბესელია უარს იტყვის დეპუტატის მანდატზე, თვითონაც მზადაა იგივე გააკეთოს. ამასთან, ზარდიაშვილმა ბესელიას უთხრა, რომ მის ხელებს ფულის სუნი ასდის.

მმართველი გუნდის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიულ კომიტეტზე მოხდა, სადაც მოსამართლეების შესარჩევ კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

გთავაზობთ კამათის ნაწილს:

ვანო ზარდიაშვილი: ხელს კი არ ვაფათურებდი ეკა, შენს ხელებს ასდის ფული სუნი და ამიტომ, ძალიან გთხოვ... რასაც მე ვიძახი, ეგ იცის სრულიად საქართველომ. აქ მარტივია ყველაფერი. ოჯახური ბიზნესი თქვენ გქონდათ სასამართლოში. სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე თქვენი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა, გენერალური პროკურორის მოადგილე თქვენი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა. კარგი რა...

ეკა ბესელია: შენი მეუღლე სად არი...

ვანო ზარდიაშვილი: ჩემი მეუღლე არი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობს...

გედევან ფოფხაძე ზარდიაშვილსეხლა მორჩი... თავმჯდომარე, მეც გავჩერდები და ესეც გაჩერდეს რა...

ვანო ზარდიაშვილი: შენ გინდა ბიზნესი სასამართლოში, შენ გინდა ბიზნესი სასამართლოში, რასაც ვერ მიიღებ.

ეკა ბესელია: აი, ზონდერი რომ ახერხებს პარლამენტში, ქართული ოცნების სახელით...

ვანო ზარდიაშვილი: დააკონკრეტე ზონდერობა რას ნიშნავს? ამდენს იმუქრებით ვიტყვი, ვიტყვიო... თუ რამე სათქმელი გაქვთ, თქვით. მარა თქვენ ამახინჯებთ სიმართლეს, ყველანაირად ამახინჯებთ სიმართლეს.

გედევან ფოფხაძე: ვიტყვით კაცო

ვანო ზარდიაშვილი: არ გადამდგარიყავით, ჩაგეტარებინათ კომიტეტი, ჩაგეგდოთ სია. რატო გადადექით? მე კი არ ჩამიგდე, შენ ჩააგდე...

გედევან ფოფხაძე: შენ რატო გადადექი, შენ რატო გადადექი...

ვანო ზარდიაშვილი: იმიტომ რომ ეკა გადამდგარიყო. 15 წელია მე საჯარო მოხელე ვარ. მე ჩემი ქვეყნისთვის პატიოსნად ვშრომობ 15 წელია უკვე. იმხელა სიკეთე ჩემი სამშობლოსთვის არ გამიკეთებია, როგორიც ეკას გადადგომას შევუწყვე ხელი

ეკა ბესელია: [არ ისმის]

ვანო ზარდიაშვილი: იმიტომ ზიხარ მანდ და არა იქ [უთითებს კომიტეტის თავმჯდომარის ადგილზე]

გედევან ფოფხაძე: რა მერე? რას იგებთ მაგით?

ეკა ბესელია: რა საცოდავი ხარ

ვანო ზარდიაშვილი: არათუ პირველი მოადგილეობიდან გადადგომა, მე დღესვე მზად ვარ პარლამენტის მანდატზე უარი ვთქვა, თუ ეკა ბესელიაც უარს იტყვის თავის მანდატზე. ამით გამოიკვეთება მარტივად ყველაფერი - ვის რა ინტერესი აქვს სასამართლოში.

ეკა ბესელია: ზარდიაშვილი ზემოქმედების ქვეშ ხომ არა არის, ვინმემ შეამოწმოს ეხლა. იმდენად აჟიტირებულია, რაიმე ზემოქმედების ქვეშ ხომ არ არის? საწყალი ეს ბიჭი, რომელსაც გეგმა ჩავუშალეთ და ოჯახური ბიზნესი არ გამოუვიდა და ის ათკაციანი სია, რომელსაც ის ერთ-ერთი ლობირებდა, ვერ გაიტანა და თან თვითონაც მიჰყვა ამ სიას, არის ძალიან გაბრაზებული. მე მესმის რომ ძალიან გაბრაზებულია და ამას ვერ პატიობენ, რომ ის სია გავუჩერეთ. მათ შორის ამ სიას მისი თანამდებობაც მიჰყვა.

კომენტარები