სასამართლო სისტემა

ბესელია ზარდიაშვილზე: ერთ-ერთი ზონდერი იყო, მაშინაც ჰქონდა ხელი კორუფციაში ჩაყოფილი

ზარდიაშვილი სასამართლოში ერთ-ერთი თანამშრომელი, ერთ-ერთი ზონდერი იყო. მაშინაც ჰქონდა ხელი კორუფციაში ჩაყოფილი და დღეს უკვე პარლამენტში რომ შემოვიდა, აქედან მოინდომა ე.წ ბუღალტერიის გახსნა, ეწარმოებინა ბუღალტერია, ანუ აღერიცხა ვის რას გაუკეთებდა, ეს გეგმები ჩავუშალე ვანოს, საბრალოს და გადაყვა ამ ამბავს. ახლა ის უკან დაბრუნებული სიაც ამოიდოს თავქვეშ და რამე სიზმრებს რომ ნახავს, როგორ აწყობს საქმეებს მის მეგობრებთან სასამართლოში, რომ გამოიღვიძებს უბრალოდ სხვა რეალობა დახვდება.

თქვა ეკა ბესელიამ ქართული ოცნების დეპუტატ ვანო ზარდიაშვილზე. ბესელია და ზარდიაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები