სასამართლო სისტემა

"შავრაზმელები შავ მაიკიანების რანგში" - ზარდიაშვილი არასამთავრობოებს

​ქართული ოცნების წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შავრაზმელები უწოდა. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეების შესარჩევ კრიტერიუმებს განიხილავენ, NGO-ები შავი მაისურებით მივიდნენ, რომელსაც ეწერა "კლანი უნდა წავიდეს".

ვანო ზარდიაშვილის გაღიზიანება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლის, ოლიკო შერმადინის განცხადებას მოჰყვა. შერმადინმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესი რეალურად დახურულია და იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელმაც კანდიდატებზე ინფორმაცია უნდა მოიკვლიოს, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლია.

ოლიკო შერმადინის ამ სიტყვებმა ვანო ზარდიაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია. ის TI-ის წარმომადგენელთან ინტერვიუს დროს მივიდა და თქვა, რომ შერმადინმა პოზიცია შეცვალა. ამასთან, ზარდიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უწოდა "შავრაზმელები შავ მაიკიანების რანგში".

გარდა ამისა, დეპუტატმა თქვა, რომ NGO-ებს მოსამართლეთა შესარჩევად გამოცდის დანიშვნა არ სურთ, რადგან წარდგენის საშუალება ანა ნაცვლიშვილს ჰქონდეს.

კომენტარები