ძვირფასი ლითონი

22 კგ ვერცხლი და 2,5 კგ ოქრო - საზღვარზე ძვირფასეულობის უკანონოდ შემოტანის 3 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ძვირფასი ლითონის უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინა. ამოღებულია 22 კგ-ზე მეტი ვერცხლისა და 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო  საბაჟო ღირებულება  240 000 ლარს აღემატება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 22 კგ-ზე მეტი ვერცხლისა და 2,5 კგ ოქროს ნაკეთობანი, რომელთა საერთო  საბაჟო ღირებულება  240 000 ლარს აღემატება," - წერია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები