ქურდობა გოაში

გოაში საქართველოს 4 მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ინდოეთის შტატ გოაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო გოას სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით არიან დაკავებულები. მათივე ცნობით, გოას სამართალდამცავებს ამოღებული აქვთ ნივთმტკიცებულებები და ვიდეო ჩანაწერები. 

საქმის შესახებ დამატებით ინფორმაციას ტაბულა მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები