ბრაკონიერები

SABUKO: ბრაკონიერმა გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მართვე მოკლა

sabuko

გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მართვე (სახელად SABU 03), რომელსაც საბუკომ 2017 წელს GPS გადამცემი დაუმაგრა 2019 წლის 11 მარტს, სოფელ ქვემო ბოდბის მიმდებარედ, ბრაკონიერმა მოკლა - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის" (საბუკო) ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, უკანასკნელ სამ წელიწადში, 13 დანიშნული არწივიდან 11 სხვადასხვა მიზეზების გამო დაიღუპა.

"სტატისტიკა მეტად დრამატულია და ჩვენი მხრიდან დაუყოვნებელ ქმედებებს მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ",- აცხადებენ საბუკოში.

კომენტარები