თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბაგრატიონთა ორი შტოს დავის განხილვა მიმდინარეობს.
სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს ვის ეკუთვნის არარსებული სამეფოს ტახტი და რომელი შტოა ჭეშმარიტად მეფური წარმომავლობის.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ითხოვს, მის ყოფილ ქმარს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს "საქართველოს სამეფო სახლის" სახელის გამოყენება აეკრძალოს.მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბაგრატიონ-მუხრანსკი თაღლითია და სამეფო ორდენებს ყიდის.
დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატის თქმით კი, "სანდო წყაროსგან" აქვთ ინფორმაცია, რომ საპატრიარქოში ჩატარდა დნმ-ანალიზი, რითაც დადასტურდა, რომ "ნუგზარ ბაგრატიონი [ანა ბაგრატიონის მამა] ბაგრატიონი არ არის, ის არის სიხარულიძე".
ქართულ "სამეფო კარის თამაშებს" საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Facebook მომხმარებლებმა სხვადასხვა სახალისო პოსტი დაწერეს.