ძუძუთი კვება

ავიაკომპანიამ მგზავრს ბავშვის ძუძუთი კვებისას საპირფარეშოში გასვლისკენ მოუწოდა

GETTY IMAGES

კომპანიამ Air Canada-მა მგზავრს უთხრა, რომ ბავშვის ძუძუთი კვება თვითმფრინავის კაბინის ნაცვლად საპირფარეშოში შეეძლო.

მგზავრმა სტეფანი ვანდერბერგმა შემთხვევა Twitter-ით გააზიარა. მისი თქმით, ყველას შეუძლია ვახშმის ჭამა ბორდზე, თუმცა მის ახალშობილს ამის უფლება არ მისცეს.

ავიაკომპანიის ბავშვის ძუძუთი კვების პოლიტიკაში გარკვევით წერია, რომ ეს ნებადართულია. Air Canada-ს წარმომადგენელმა ვანდერბერგს უპასუხა და დაუდასტურა, რომ ბორდზე ბავშვის ძუძუთი კვების უფლება ნამდვილად ჰქონდა, კომპანიის წარმომადგენელი კი ახალი იყო და შეცდომა დაუშვა.

კომენტარები