ქართული ცონება

ვოლსკი წულუკიანზე: არაფერს მალავს, თემაზე მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობაზე ღიად საუბრობს

ზოგი ულტიმატუმად აფასებს, ზოგი გაბრაზებად, ზოგი მის პიროვნულ ხასიათს უკავშირებს, მაგრამ ფაქტია, რომ თემა, რომელზეც ის საუბრობს, საზოგადოების საყურადღებოდ არის გამოტანილი, არაფერს არ მალავს და თემასთან დაკავშირებით, რომ აზრთა სხვადასხვაობაა მთავრობაში, ამის შესახებ ღიად საუბრობს. თემასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. პარლამენტთან არ ჰქონია რაიმე საკითხზე წინააღმდეგობა და მე ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრები მეტ დეტალებს მოგახსენებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომაზე. თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. მისივე თქმით, ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიაში მას მყარი პოზიცია გააჩნია, აღნიშნული თემა კი მნიშვნელოვანია და მასშტაბური ხასიათი აქვს.

კომენტარები