ხანძარი

ნავთლუღის ბაზარში ცეცხლი გაჩნდა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია

თბილისში, ნავთლუღის ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთერთ მაღაზიას გაუჩნდა, რომელიც შერეული ტიპის პროდუქციას ყიდდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ 40 კვ. მ. ფართობია დამწვარი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული და ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. 

ჯერჯერობით ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. 

კომენტარები