პრემიერი: დღეს 1 აპრილი რომ იყოს, ვიტყოდი გახარიამ რაგბი TV-სთვის წერილიც დაადასტურა-მეთქი

დღეს არის 8 მარტი. რომ იყოს პირველი აპრილი, გულწრფელად, უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე პასუხის, განმარტების გაკეთება. შეიძლება ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა, მათ შორის ის, რომ არტ არეასთან ერთად ითხოვდა რომელიმე მუსიკალური არხისგან ან რაგბი TV-სგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. [...] წერილის შინაარსზე სერიოზული კომენტარი გამიჭირდება.

საქართველოს პრემიერმინისტრი პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ წერილზე საუბრობს. პროკურატურის თქმით, სწორედ ეს წარადგინა თიბისი ბანკის დამფუძნებელმა დაკითხვაზე. წერილში ადრესატისგან ითხოვენ, რომ "TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე", მამუკა ხაზარაძემ თქვას, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და "არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".

კომენტარები