ქადაგიძე: ხაზარაძის სერიოზულ ბრალდებებზე პასუხების გაცემა ხელისუფლების ინტერესი უნდა იყოს

ჩვენ გვაქვს ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია პროკურატურისგან, მხარისგან, ბანკისგან. ერთი რამ მინდა, მკაფიოდ ვთქვა. არ არსებობს არანაირი სენსიტიური ინფორმაცია ამ საქმეში, არანაირი კონფიდენციული ინფორმაცია ამ საქმეში, არანაირი რაღაც საბანკო სენტიმენტებზე არსებული ინფორმაცია. ყველაფერი, რასაც შეიძლებოდა, რომ ზიანი მიეყენებინა ჯგუფისთვის, ყველაფერი გაცხადებულია. ამიტომ, ახლა ამ მიზეზს ამოფარება ნებისმიერი მხარისგან, იქნება ეს ბანკის მენეჯმენტი თუ პროკურატურა, არის არასწორი იმ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რა რეზონანსიც ამ საქმეს აქვს. ძალიან სერიოზული ბრალდებები და განცხადებები გაკეთდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებელი აქციონერების მხრიდან, ამ კითხვებზე პასუხების გაცემა, პირველ რიგში, უნდა შედიოდეს ხელისუფლების და პროკურატურის ინტერესებში. ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური საჯაროობა და მე კიდევ ერთხელ ორი ხელით მხარს ვუჭერ საგამოძიებო საპარლამენტო კომისიას, რომლის მთავარი ამოცანა ის არის, რომ ეს იქნება საჯარო და არავის ექნება უარის თქმის უფლება

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელიც TBC ბანკის სადავო ტრანზაქციის დროს საფინანსო მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა, დღეს საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე დაკითხეს

კომენტარები