მარტოობის ასი წელიწადი

მარტოობის ასი წელიწადის მიხედვით ნეტფლიქსი სერიალს გადაიღებს

გაბრიელ გარსია მარკესი

დღეს ცნობილი გახდა, რომ გაბრიელ გარსი მარკესის რომანის, "მარტოობის ასი წელიწადის", მიხედვით ნეტფლიქსი სერიალს გადაიღებს.

"მარტოობის ასი წელიწადი" 1967 წელს გამოვიდა და აქამდე, რომანის მიხედვით არაფერი გადაუღიათ.

სერიალის აღმასრულებელი პროდუსერი გაბრიელ გარსია მარკესის შვილი როდრიგო გარსია იქნება. მისი თქმით, მამამისს ბერვჯერ ჰქონდა შეთავაზება რომანის მიხედვით ფილმის გადაღების შესახებ, თუმცა ის ყოველთვის ყოყმანობდა, რადგან ფიქრობდა რომ რომანი ერთ ან ორ ფილმში ვერ ჩაეტეოდა.

"ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სერიალების წარმატება და პოპულარულობა ძალიან გაიზარდა. ნეტფლიქსი პირველი იყო, რომელმაც დაამტკიცა რომ ხალხს ახლა იმაზე მეტად სურს სუბტიტრებთან ერთად უცხოური ფილმების ყურება, ვიდრე ეს ოდესმე სურდათ. ყველაფერი, რაც პრობლემად ჩანდა, აღმოჩნდა რომ პრობლემა აღარ არის", - თქვა როდრიგო გარსიამ.

ნეტლიფქსის წამომადგენლების თქმით, მას შემდეგ რაც მათმა გადაღებულმა Narcos-მა და Roma-მ წარმატებები მოიპოვეს, ხალხმა დაინახა რომ მათ "ესპანურენოვანი პროდუქტის შექმნა შეუძლიათ".

ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება სერიალის გადაღება და რამდენი სეზონი იქნება მასში.

კომენტარები