ჯანმრთელობა

როგორ დაემშვიდობნენ თანამშრომლები მომაკვდავ მეხაძრეს, რომელიც ორგანოების დონორი გახდა

31 წლის მეხანძრე, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, მისმა თანამშრომლებმა და ოჯახმა საავადმყოფოს იმ ოთახამდე მიაცილეს, სადაც ორგანოების გადანერგვა ხდება.

კოდი მუნიმ მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მას გადარჩენის შანსები თითქმის აღარ ჰქონდა, გადაწყვიტა რომ თავისი ორგანოები იმათთვის გადაენერგა, ვისაც ეს უფრო სჭირდებოდა.


"სიცოცხლეების გადარჩენა საბოლოო ამოსუნთქვის შემდეგაც კი. მეხანძრე კოდი მუნის პატივი მიაგო მისმა ოჯახმა, მეგობრებმა, მეხანძრეებმა და საავადმყოფოს გუნდმა - მათ ის ორგანოების გადასანერგად გააცილეს", - დაწერა სახანძროს ოფიციალურმა ტვიტერ გვერდმა.

კოდი მუნის თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს, მას შემდეგ მან რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა, თუმცა მისი მდგომარეობა დროსთან ერთად უარესდებოდა. 

კომენტარები