ზაზა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებებით პარლამენტი უნდა დაინტერესდეს

ზაზა ხუციშვილი
ტაბულა

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ზაზა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი შანტაჟისა და მუქარის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადებით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

საუბარია თიბისი ბანკის დამფუძნებლის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, შს მინისტრი გიორგი გახარია ემუქრებოდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი აშანტაჟებდა.

"ეს ძალიან სერიოზული ბრალდება იყო. ამაზე პარლამენტს უნდა ჰქონდეს მომავალი რეაგირება. პარლამენტი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს და ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული. შეიძლება ეს იყოს საკომიტეტო მოკვლევა. ვთვლი, რომ პარლამენტმა აუცილებლად უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და ასეთი სერიოზული განცხადების შემდეგ ამ საქმის დეტალებში უნდა გაერკვეს", - უთხრა ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, რომელსაც გაასაჯაროვებს, თუკი პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ხაზარაძე ამბობს, რომ გახარია მათგან ითხოვდა "რაღაცის შესრულებას", წინააღმდეგ შემთხვევაში, რეპუტაციული ზიანით ემუქრებოდა. ამასტან, ხაზარაძის თქმით, ეროვნული ბანკი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისა, და მისი მოადგილის მეშვეობით მასა და ბადრი ჯაფარიძეს აშანტაჟებდა. გარდა ამისა, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ისაუბრა კოორდინირებული შეტევაზე ერთდროულად 4 უწყების მხრიდან და ამას საეჭვოდ დამთხვეული კიბერშეტევის შესახებ.

კომენტარები