CO-თი მოწამვლა

რუსთავში CO-ს დაგროვების შედეგად ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, აქედან 6 ბავშვია

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ერთი ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, აქედან 6 ბავშვია, ერთი კი მათი ბებია. ბავშვებიდან ყველაზე უფროსი 9 წლისაა, პატარა კი - ერთის. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

"წყლის გამაცხელებლით სარგებლობისას, ორმა ბავშვმა დაკარგა გონება, დანარჩენებს განუვითარდათ თავის ტკივილი, გულის რევა, ამჟამად უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა, ყველას მდგომარეობა სტაბილურია" - ამბობს ექიმი ლია ქოსთიაშვილი.

კომენტარები