დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ხოშტარია დეკანოზ მამალაძეზე: ეს უკვე რაღაც შანტაჟის და ტყვეობის სახეს იძენს

პირველ რიგში მე გიორგისაც და მის ოჯახსაც აღვუთქვი გვერდში დგომა ამ კრიზისის დროს. იმიტომ, რომ ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის რაღაც უსამართლობის მსხვერპლი. ამ ბურუსით მოცულ საკითხში არცერთი ადეკვატური პასუხი არ მიგვიღია და მეტიც, ჩვენ რასაც ვისმენთ, ეს რაღაც შანტაჟის და ტყვეობის სახეს იძენს უკვე. რა თქმა უდნა, ამ მდგომარეობაში, როცა საფრთხის ქვეშ არის მისი ჯანმრთელობა, მინდოდა, რომ საავადმყოფოში მენახა, რომ ზუსტად ვნახო, როგორ გრძნობს თავს.

პრაქტიკულად, შანტაჟია ჩვენ რაც მოვისმინეთ, რაღაცას თუ იტყვის, მაშინ შევიწყალებთ. საერთოდ, ჩემი საქმე არ არის საპატრიარქოს წესები როგორ მოქმედებს, მაგრამ ადამიანურადაც აბსოლუტურად გაუგებარია. საპატრიარქო გვერდზე რომ გადავდოთ, სახელმწიფო როგორ შეიძლება რომ ასეთ თამაშებში შედიოდეს და გარიგებებში შედიოდეს და ასე ისჯებოდეს ადამიანი, ვისი ინტერესიც არ უნდა იყოს, ეს ჩემთვის აბსოლუტურად წარმოდგენილია.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა. დეკანოზი ამ დრომდე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში, რჩება.

კომენტარები