თამაზ ახობაძის საქმე

ნარჩემაშვილი ახობაძეზე: ჩემი აზრით, სასამართლო გადაწყვეტილება აღსასრულებლად სავალდებულოა

მე ვერ გეტყვით ვერაფერს. ჩემი აზრით, კონსტიტუციის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილება აღსასრულებლად სავალდებულოა. ეს ვიცი. მას რომ კონსტიტუციური გამოხატვის უფლება აქვს, ესეც ვიცი. დანარჩენს მეტს ამ ფაქტთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი შესწავლილი იქნება თვითონ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან... არ ვიცნობ საქმის დეტალებს. მე იძულებული ვარ ახლა, თქვენ დაგეყრდნოთ. არ ვიცნობ დეტალებს.

ქართული ოცნების წევრის კობა ნარჩემაშვილის კომენტარი იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებული თამაზ ახობაძის შესახებ, რომელმაც თეა წულუკიანის უწყების წინააღმდეგ საქმე უზენაეს სასამართლოში ორჯერ მოიგო, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, რის გამოც ახობაძემ შიმშილობა დაიწყო.

კომენტარები