მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა 100 წლის იუბილესთვის დაბადების დღის 100 მისალოცი ბარათი ისურვა.
ომის ვეტერანის სურათი, რომელზეც დაბადების დღის სურვილი წერია, სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.
"მე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ვარ, 2019 წლის 2 მარტს 100 წელი მისრულდება და ვისურვებდი დაბადების დღის 100 მისალოც ბარათს", - წერია ფურცელზე.

ფოტო: STEPHANIE VEITENHEIMER
ამ დროისათვის მან 10 000 წერილი მიიღო, 2 მარტამდე კი კვლავ რჩება რამდენიმე დღე.
"ნამდვილად არ მოველოდი ამდენ ბარათს, ძალიან ბევრია და ძალიან მიხარია, არ ვიცი სათანადო მადლობა როგორ გადავუხადო ყველას", - ამბობს იგი BBC-სთან ინტერვიუში.





