მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი

98 წლის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სახლის გაძარცვის შემდეგ 3 კვირაში გარდაიცვალა

BBC.com

დიდ ბრიტანეთში, 98 წლის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი პიტერ გულდსტოუნი სახლის გაძარცვის შემდეგ დაახლოებით სამ კვირაში გარდაიცვალა.

პიტერ გულდსტოუნის სახლი 6 ნოემბერს გაძარცვეს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს თავს ფიზიკურადაც დაესხნენ.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, გულდსტოუნის სახლიდან ტელევიზორი წაიღეს.

თავდასხმის შედეგად პიტერ გულდსტოუნს თავის არეში ჭრილობები ჰქონდა, ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა სხეულზე. პარასკევს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჯერჯერობით პოლიციას ამ ფაქტის გამო არავინ დაუკავებია.

კომენტარები