მგზავრობა

ქალმა 4 თვის ბავშვით, თვითმფრინავში 200 მგზავრს ყურის დამცავები და ტკბილეული აჩუქა

ქალმა, რომელიც თვითმფრინავით თავის ბავშვთან ერთად მგზავრობდა, სხვა 200 მგზავრს ტკბილეული და ყურის დამცავები დაურიგა.

მგზავრებს 10-საათიანი რეისი, სამხრეთ კორეიდან კალიფორნიამდე ჰქონდათ საფრენი, ამიტომ ქალმა გადაწყვიტა, რომ თუ მისი 4 თვის შვილი იხმაურებდა ამას ყველა მგზავრი მომზადებული დახვედრილიყო.

ყველა სკამთან ქალმა პატარა ჩანთა და წერილი დატოვა.

"დღეს მე მივდივარ ამერიკაში დედასთან და ბებიასთან ერთად, რათა ვნახო დეიდა. ეს ჩემი პირველი ფრენაა და შეშინებული ვარ, ამიტომ შეიძლება ვიტირო ან ვიხმაურო. ვეცდები რომ ვიყო ჩუმად, თუმცა ვერაფერს დაგპირდებით, დიდი ბოდიში. დედაჩემმა პატარა ჩანთენი გაგიმზადათ, სადაც ტკბილეული და ყურის დამცავები დევს, გამოიყენეთ ისინი როდესაც მე ძალიან ვიხმაურებ. დიდი მადლობა", - ეწერა წერილში.

კომენტარები