შსს

შსს-მ ქუთაისში ინდოეთის მოქალაქის გაძარცვისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ქუთაისში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ა. ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. 

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები ატარებდნენ. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში საქართველოში დროებით მცხოვრებ ინდოეთის მოქალაქეს 450 ლარი და პირადი დოკუმენტები გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, გატაცებული დოკუმენტები კი ნვთმტკიცების სახითაა ამოღებული. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს და ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას. 

კომენტარები