ანიმაცია

Kitbull - Pixar - ის ემოციური ანიმაცია ძაღლისა და კატის უჩვეულო მეგობრობაზე

Kitbull - Pixar-ის ახალი ანიმაციაა, რომლის ნახვის შემდეგ ცრემლების შეკავებას ვერ შეძლებთ. 

ანიმაციის რეჟისორი როსანა სულივანია და ის პიტბულის ლეკვისა და პატარა, დამოუკიდებელი კნუტის ამაღელვებელ ისტორიას მოგვითხრობს. 

2D ფორმატის მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, მეგობრობის გარდა ცხოველეთა მიმართ ადამიანების სასტიკ მოპყრობაზე მოგვითხობს

"სიმართლე გითხრათ, თავიდან სხვა რამ მქონდა ჩაფიქრებული. სტრესული დღის შემდეგ კატებზე გადაღებული ვიდეოების ყურება ჩემთვის დიდი განტვირთვა იყო მუდამ. დავიწყე კატის ხატვა, რომელიც თავს კარგად მაგრძნობინებდა, თუმცა, მერე ეს გაცილებით დიდ რამეში გადაიზარდა. ყოველთვის მქონდა კომუნიკაციის პრობლემა, ადამიანებთან დაახლოება მიჭირდა. ამიტომ ეს ანიმაცია ჩემთვის ძალიან პირადულიცაა",- ამბობს რეჟისორი. 

კომენტარები