დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

არველაძე: ივანიშვილი დარეგულირებას ცდილობდა, მაგრამ უთოთი ხომ არ გაუსწორებს ყველას ტვინს

ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს და ცდილობდა, რომ დაერეგულირებინა. მაგრამ საბჭოთა პერიოდის არ იყოს, უთოთი ხომ არ გაუსწორებს სუყველას ტვინს ერთნაირად, რომ ერთნაირად ფიქრობდეს. ე.ი. არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დაუყენო საკითხი, მაინც თავის აზრზე რჩებიან.

როდესაც გაქვს განსხვავებული რაღაცა, ის ჯერ უნდა განიხილო შენს ოჯახში და მერე უნდა დადგე ტელევიზორების წინ. ამაზეა ლაპარაკი და არა იმაზე, რომ არ უნდა გქონდეს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მეც მქონდა განსხვავებული აზრი, მეც მივეცი ხმა იმ კანონპროექტს, რომელიც გამოიტანა ეკა ბესელიამ, მაგრამ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ქართულ ოცნებაში დაპირისპირებაზე.

კომენტარები