ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

სოციალურად დაუცველი მოქალაქისთვის მოტყუებით ფულის გამორთმევის ფაქტზე, 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიების ინფრომაციით, ბრალდებულებმა სოციალურად დაუცველი მოქალაქე დაარწმუნეს, რომ 5 ათასი ლარის გადახდის შემთხვევაში, ბინას საკუთრებაში დაურეგისტრირებდნენ. 

"აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვეს და გამოართვეს თანხის ნაწილი - 1 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება," - წერია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები