შსს

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს

შსს

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. 

დაკავებულები არიან 1987 წელს დაბადებული გ.მ და 2000 წელს დაბადებული ი.ფ. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, გ.შ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი, ი.ფ.-ს პირადი ჩხრეკისას კი - პისტოლეტი ამოიღეს.

შსს ამბობს, რომ ორივე მათგანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს 

კომენტარები