აცრების მოწინააღმდეგეები

YouTube-მა აცრების მოწინააღმდეგეთა ვიდეოების მონეტიზაცია შეწყვიტა

YouTube-მა აცრების საწინააღმდეგო ვიდეოებზე რეკლამის დადებაზე უარი თქვა. YouTube-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აცრების საწინააღმდეგო ვიდეოები ეწინააღმდეგება არხის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, "საშიში და მავნებლური" შინაარსის ვიდეოების მონეტიზაცია აკრძალულია.

ეს ნაბიჯი არხმა მას შემდეგ გადადგა, რაც რეკლამის შემკვეთებმა უარი თქვეს, მათი პროდუქცია ვაქცინაციის საწინააღმდეგო ვიდეოზე დარეკლამებულიყო. 

"ჩვენ გვაქვს მკაცრი პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ვიდეოებს ვადებთ რეკლამებს და ვაქცინაციის საწინააღმდეგო შინაარსის ვიდეოები ეწინააღმდეგება ჩვენს ამ პოლიტიკას," - ამბობს YouTube-ის წარმომადგენელი BuzzFeed News-თან ინტერვიუში. 

გადაწყვეტილებას წინ უძღოდ BuzzFeed News-ის მიერ გაკეთებული აღმოჩენა, რომლის მიხედვითაც, აცრების მომხრეების ვიდეოს გვერდით, YouTube მაყურებელს ავტომატურად სთავაზობდა აცრების მოწინააღმდეგეთა ვიდეოს. 

BuzzFeed News-თან ინტერვიუში 7-მა რეკლამის დამკვეთმა თქვა, რომ ისინი არ იყვნენ გაფრთხილებულები იმის თაობაზე, რომ მათი რეკლამა აცრების საწინააღმდეგო შინაარსის ვიდეოზე გამოჩნდებოდა. 

კომენტარები