დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

გეგეშიძე: ჭიდაობის თემაზე უნდა იმსჯელონ მოჭიდავეებმა და არა - ჟურნალისტებმა, ბოდიში

კიდევ ერთხელ მოვუხდი ბოდიშს არამხოლოდ დათუნაშვილს, არამედ საზოგადოებას და გულშემატკივრებს ჩემი და არამარტო ჩემი საქციელისთვის, მაგრამ ზოგადად, ჭიდაობის თემაზე უნდა იმსჯელონ მოჭიდავეებმა და არა ჟურნალისტებმა, ბოდიში, ცუდად არ გამიგოთ. ჩვენ თუ რამე დავაშავეთ, ჩვენ თუ რამე გავაფუჭეთ, ეს მოჭიდავეების საქმეა. მე დათუნაშვილს მეგობრობის, თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ახლაც, ვინანიებ ჩემს საქციელს. მე დათუნაშვილთან ახლა, პირადული მოხდა, თუ რაც მოხდა, ამას გვერდით ვდებ. მე როგორც ხელმძღვანელი, ისე გელაპარაკებით

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდეტნმა, გეგა გეგეშიძემ, ეს კომენტარი პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელიც ზურა დათუნაშვილის მხარდამჭერი აქციის ფონზე მიმდინარეობდა

კომენტარები