თიბისის ბანკის საქმე

ელისაშვილი ხაზარაძის TBC-დან წასვლაზე: ვცხოვრობთ არა სახელმწიფოში, არამედ ერთი კაცის დუქანში

რა თქმა უნდა მამუკა ხაზარაძე გაეცალა და თავი აარიდა ივანიშვილთან დაპირისპირებას. ბიზნესმენისგან ლოგიკური და მოსალოდნელი ნაბიჯი იყო. ჩვენ კი კიდევ ერთხელ დავინახეთ რომ ვცხოვრობთ არა სახელმწიფოში არამედ ერთი კაცის დუქანში. ამ მედუქნის დაკრულზე ცეკვავენ ეროვნული ბანკი, პროკურატურა და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. ეს მედუქნე უნდა მოვაშორით ხელისუფლებას, სანამ სრულად გადავუჩეხივართ უფსკრულში. შაჰ აბასი, ჯალალ ედ დინი და თემურ ლენგი მოვინელეთ და ეხლა მავნებელი და ანტისახელმწიფოებრივი მედუქნე ივანიშვილიც უნდა გავუშვათ ისტორიის სანაგვეზე! ძალა უნდა მოვიკრიბოთ და ჩამოვაშოროთ ეს კაცი ხელისუფლებას! თუ არადა ვუსმინოთ გამპრავებელი მათიკაშვილების ზღაპრებს ბიზნესის თავისუფლებაზე.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძის თიბისი ბანკიდან წასვლის შესახებ.

კომენტარები