თიბისის ბანკის საქმე

გოცირიძე: ხაზარაძეს გამოსავალი არ ჰქონდა - წასვლა, ან ბანკის უფრო დიდი რისკის ქვეშ დაყენება

მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბანკიდან გააგდეს. ბანკმა ბოლო პერიოდში 200 მილიონი დოლარი იზარალა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა - ან წასვლა, ან ბანკის კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დაყენება. უცხოელმა პარტნიორებმა, როგორც ჩანს, ფული არჩიეს სამართლიანობას. შეიძლება ვერც გაამტყუვნებ, როცა ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ქვეყანას ჯერ კიდევ ერთი ახირებული კაცი მართავს. ახლა ჩვენი ვალია ყველამ ერთად დავიცვათ ანაკლია. მას ასე ადვილად ვერ დაითრევს. იქ დიდი გეოპოლიტიკური ინტერესები დევს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც სამშაბათს გამოცხადდება პარლამენტში, მზად უნდა იყოს გადადგომისათვის. მას დაკარგული აქვს ნდობა. ამის გარეშე კი მისი იქ დარჩენა მხოლოდ ზიანის მომტანია.

ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძის თიბისი ბანკიდან წასვლის შესახებ

კომენტარები