1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულება

პუტინი: თუ აშშ რაკეტებს ევროპაში განალაგებს, რუსეთი იარაღს აშშ-სკენ მიმართავს

The Inquisitr

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მისი ქვეყნის ახალი რაკეტები ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იქნება მიმართული, თუ ვაშინგტონი თავის რაკეტებს ევროპაში განალაგებს. 

პუტინმა ეს მოსახლეობისადმი ყოველწლიური მიმართვისას თქვა. 

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბირთვული სიმძლავრის წყალქვეშა დრონის შემოწმება დასრულებულია და მიმდინარე წელს რუსეთის არსენალს ორი რაკეტა დაემატება. 

პუტინმა ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვების შესახებ დაიწყეს საუბარი. ხელშეკრულების დატოვების შესახებ განცხადება თავდაპირველად დონალდ ტრამპმა გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ხელშეკრულების პირობებს არღვევს. ტრამპის განცხადების შემდეგ პუტინი დაიმუქრა, რომ თუ აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმებას დატოვებს და ახალი რაკეტების შექმნას დაიწყებს, რუსეთიც იმავეს გააკეთებს.

დღეს პუტინმა თქვა, რომ ტრამპის განცხადება რუმინეთსა და პოლონეთში Tomahawk-ის საკრუიზო რაკეტების განთავსება ამ შეთანხმების პირობებს არღვევს. 

"რუსეთი იძულებული გახდება, შექმნას და განავითაროს იარაღი, რომელიც გამოყენებულ იქნება როგორც იმ ტერიტორიების მიმართ, საიდანაც საფრთხე მომდინარეობს, ასევე გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების მიმართაც", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. 

ამ დროის მდგომარეობით, მოსკოვს და ვაშინგტონს 6-თვიანი მოლაპარაკების პერიოდი აქვთ. ამ პერიოდში მათ უნდა სცადონ ხელშეკრულების წევრობის შენარჩუნება. 

პუტინმა დღეს აშშ-ის შესახებ საუბრისას ასევე თქვა: "ისინი, რა თქმა უნდა, ნიჭიერები არიან, მაგრამ თვლა შეუძლიათ? მჯერა, რომ შეუძლიათ. ამიტომ მოდი, მათ ჩვენი იარაღის რაოდენობა დათვალონ".  

კომენტარები