HBO

სატელევიზიო შოუ The Newsroom, შესაძლოა, გაგრძელდეს და ის ტრამპის პრეზიდენტობის წლებზე იქნება

ოლივია მანმა, რომელიც სატელევიზიო შოუში The Newsroom ეკონომიკის მიმომხილველი ჟურნალისტის, სლოან სებითის, როლს ასრულებდა, მიანიშნა, რომ შესაძლოა, სერიალი ეკრანებზე დაბრუნდეს.  

HBO-ს მიერ გადაღებული სერიალი გამოგონილი ტელევიზიის Atlantis Cable News (ACN) შიდა სამზარეულოს შესახებ მოგვითხრობს და მისი ბოლო, მე-3 სეზონი 2014 წელს დასრულდა. 

სერიალის შესაძლო დაბრუნების შესახებ მანმა Entertainment Tonight-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"მე და ტომ სადოსკი აარონ სორკინს [რეჟისორი] ვესაუბრეთ ამის შესახებ. ის ძალიან დაკავებულია, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შეიძლება, კვლავ გავერთიანდეთ საბედნიეროდ.

ძალიან ბევრი რამ მოხდა ახალ ამბებსა და მედიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაზე საუბარიც შეგვიძლია და ძალიან საინტერესო იქნებოდა, როგორ გადაიღებდა ამ ყველაფერს და რას გააკეთებდა ნიუსრუმი დღეს,"- ამბობს მანი. 

ამასთან, მანი აღნიშნავს, რომ მან ოკლაჰომას უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სწორედ აქედან გამომდინარე, ის აფასებს იმ ღირებულებას, რა გავლენაც შოუმ მედიაზე მოახდინა. 

"როგორც ადამიანისთვის, რომელიც ჟურნალისტიკის სკოლაში დადიოდა და ამხელა სიყვარული აქვს ჟურნალისტებისა და მედიისადმი, ეს შოუ ჩემთვის ჟურნალისტებისადმი მიძღვნილი სასიყვარულო წერილი იყო, რომელიც აჩვენებდა იმ სირთულეებს, რომელთა გადალახვაც მათ უწევთ, რათა მოყვნენ იმ ისტორიებს, რომელთა მოყოლაც სურთ. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ამას ვნახავთ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მე და ტომიმ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სორკინთან საუბრისას, ასე რომ, დაველოდოთ,"- ამბობს მანი.

კომენტარები