ყაზტრანსგაზ თბილისი მომხმარებლებს აფრთხილებს, ქარის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
"ქარის ზემოქმედებით, ღია წვის კამერიანი გაზის დანადგარიდან შესაძლოა, გაზის ნამწვი, CO მხუთავი აირი ოთახში გაიფრქვას.

ფოტო: ყაზტრანსგაზი
ქარიან ამინდში დანადგარებიდან მომდინარე საფრთხეები მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, იმ მოქალაქეებს, ვინც ჯერ კიდევ ღია წვის კამერიან გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს იყენებს, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გამორთონ ისინი და დაუკავშირდნენ ყაზტრანსგაზ-თბილისს, ჩვენი სპეციალისტები სრულიად უფასოდ დაგეხმარებიან #მკვლელი დანადგარების დემონტაჟში" - აცხადებს ყაზტრანსგაზ-თბილისი და მოუწოდებს მოსახლეობას, შეცვალონ ღია წვის კამერიანი გამაცხელებლები/გამათბობლები დახურული წვის კამერიანი მოწყობილობებით.




