კაროლინ ლი რაჯივილი

ჟაკლინ კენედის და, ამერიკული სტილის სიმბოლო კაროლინ ლი რაჯივილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

Central Press

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, ჟაკლინ კენედი ონასისის უმცროსი და, პრინცესა კაროლინ ლი ბუვიე რაჯივილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.

კაროლინი საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინტერიერის დიზაინის სფეროებში მოღვაწეობდა. 80-იან წლებში ის "არმანის" პიარის აღმასრულებელი დირექტორი იყო. გარდა ამისა ის მსახიობი და ამერიკული სტილის ერთ-ერთი სიმბოლოც იყო. 1996 წელს ის საუკეთესო ჩაცმულობის მქონეთა დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

ის ხშირად ექცეოდა ჟაკლინის ჩრდილში და ამის გამო დებს რთული ურთიერთობა ჰქონდათ. კაროლინმა ერთ-ერთ ჟურნალისტს ისიც უთხრა, რომ მას უკვე ცუდად ხდიდა რომ მას მუდმივად დასთან აკავშირებდნენ. "გეგონება სიამის ტყუპები ვიყოთ!" თქვა მან.

კაროლინ ბუვიე სამჯერ იყო გათხოვილი. მისი მეორე ქმარი პოლონელი არისტოკრატი, პრინცი სტანისლავ ალბრეხტ რაჯივილი იყო, რომლის გვარსაც შემდეგ კაროლინი ატარებდა. მასთან კაროლინს ორი შვილი ჰყავდა. ამის შემდეგ კაროლინი ამერიკელ რეჟისორ ჰერბერტ როსს გაჰყვა ცოლად.

კომენტარები