თბილისის მერია

კალაძე: თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, "სისტრას” კვლევაზე დაყრდნობით, თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება.

"მიუნხენში, MAN-ის საგამოფენო ცენტრში, დავათვალიერეთ უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანაც დედაქალაქშია დაგეგმილი.

MAN-ის საგამოფენო ცენტრში კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შევხვდით - ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება" - აცხადებს კალაძე და აღნიშნავს, რომ "სისტრა” კომპანიაა, რომელიც იკვლევს, რა რაოდენობის და რა ტიპის ავტობუსი სჭირდება ქალაქს.

თბილისის მერის ინფორმაციითვე, ვარშავიდან 90 ახალი ავტობუსის პირველი პარტია უკვე გამოიგზავნა.

"საგანგებოდ თბილისისთვის ბრენდირებული 10-მეტრიანი ავტობუსები სრულად ადაპტირებული და უზრუნველყოფილია, როგორც გათბობისა და კონდიცირების, ისე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით" - აღნიშნავს კალაძე.

კომენტარები