ქაშმირი

ქაშმირში თვითმკვლელი ტერორისტი ავტობუსს დაეჯახა, დაიღუპა 44 ინდოელი სამხედრო

Reuters

ქაშმირში, ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული მანქანით ავტობუსს დაეჯახა, რომელშიც ინდოეთის სამხედროები იმყოფებოდნენ. დაიღუპა 44 სამხედრო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა დაჯგუფებამ ჯაიშ-ე-მუჰამედმა აიღო. ინდოეთი პაკისტანს მოუწოდებს იმოქმედოს დაჯგუფების წინააღმდეგ და აღარ მისცეს მას საკუთარ ტერიტორიაზე თავისუფლად მოქმედების საშუალება.

"მოვითხოვთ, რომ პაკისტანმა შეწყვიტოს ტერორისტების მხარდაჭერა და ტერორისტული ჯგუფების მოქმედება მის ტერიტორიაზე. ასევე, მოარღვიოს ის ინფრასტრუქტურა, რასაც ტერორისტები სხვა ქვეყნებზე თავდასხმის განსახორციელებლად იყენებენ." ნათქვამია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

ოფიციალური ისლამაბადი თავდასხმასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

ჯაიშ-ე-მუჰამედი ქაშმირის ტერიტორიაზე მოქმედი ყველაზე მძლავრი დაჯგუფებაა. მათ 2001 წელს ინდოეთის პარლამენტზეც განახორციელეს თავდასხმა.

კომენტარები