ქართული ღვინო იაპონიაში

იაპონიაში, "საკურას" კონკურსზე, ქართულმა ღვინის სახეობებმა უმაღლესი ჯილდოები მიიღო

ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე "საკურა" უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი.

საერთაშორისო კონკურსი "საკურა" (The 6rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

"საკურას" კონკურსში ორმაგი ოქროს ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2018 წლის 5 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს  - “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს იაპონიაში 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 37%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს.

იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი "საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიმართება.

კომენტარები