Breaking Bad

Breaking Bad-ის ფილმი Netflix-ზე გავა და მთავარ როლს აარონ პოლი ითამაშებს

ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ AMC-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალის Breaking Bad-ის მიხედვით ფილმს გადაიღებენ და ისიც, რომ ფილმზე სერიალის პროდიუსერი ვინს გილიგანი მუშაობს. 

ფილმზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი:

  • Breaking Bad-ის ფილმი Netflix-ზე გავა
  • ფილმი სერიალის სიუჟეტის გაგრძელება იქნება და ისტორია ჯესი პინკმენის გარშემო განვითარდება.
  • ჯესის როლში კი კვლავ აარონ პოლს ვიხილავთ. 

ჯერჯერობით უცნობია ვოლტერ ვაითის პერსონაჟს ბედი, თუმცა მსახიობმა ბრაიან კრენსტონმა თქვა, რომ ფილმზე მუშაობა მიმდინარეობს.

გადაღებები ნოემბერში დაიწყება. ფილმი სავარაუდოდ, 2020 წლის თებერვალში გამოვა.

კომენტარები