გიგა ბოკერია

ბოკერია: 100 წელზე მეტი დაგვჭირდება ამ ზრდით, ევროკავშირში ყველაზე ღარიბ ქვეყანას რომ დავეწიოთ

რამდენ ხანში დავეწევით ევროკავშირში ყველაზე ღარიბ ქვეყანას? მე გეტყვით, პრობლემა არაა, 100 წელზე მეტი დაგვჭირდება ამ ზრდით ბულგარეთს რომ დავეწიოთ. იმ პირობებში, თუ ბულგარეთმა არ დააჩქარა ზრდა, რაც შეიძლება მოხდეს. თქვენ გაკმაყოფილებთ, რომ რეგიონში სხვებს უსწრებთ, მე მინდა მდიდარ ქვეყნებს წამოვეწიოთ. ამას, თქვენი ზრდით, 100 წელზე მეტი დასჭირდება.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას კითხვით მიმართა.

კომენტარები