საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

19 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიასთან სტუმრად ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებს ევრო 2020–ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი 15 ნოემბერს აქვს შვეიცარიასთან. მანამდე, კიდევ ერთი ფანჯარაა ამხანაგურისთვის: სექტემბრის დასაწყისში. 8 სექტემბერს, შინ, ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიასთან ითამაშებს.

ხორვატიას საქართველოს ნაკრები ორჯერ შეხვდა: 2011 წელს შესარჩევში, შინ 1:0 მოუგო ლევან კობიაშვილის გოლით. სტუმრად, საქართველოს ნაკრები 1:2 დამარცხდა.

კომენტარები