რუსეთი

რუსეთის გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვის კანონპროექტს დუმამ I მოსმენით მხარი დაუჭირა

newsweek.com

334 დეპუტატი 47-ის წინააღმდეგ - რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით "სუვერენული ინტერნეტის" შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, რაც რუსეთის ინტერნეტის საერთაშორისო ინტერნეტიდან "გამოთიშვას" გულისხმობს. 

კანონპროექტის ერთერთმა ავტორმა, ლიუდმილა ბოკოვამ, თქვა, რომ კანონპროექტი დამატებით რესურსებს არ მოითხოვს, რადგანაც ეს ხარჯები უკვე გაწერილია დამტკიცებულ 2021 წლის ბიუჯეტში. კონკრეტულ თანხას რუსი დეპუტატი არ ასახელებს. 

კანონპროექტი დუმაში სენატორებმა, ანდრეი კლიშასმა და ლიუდმილა ბოკოვამ, შეიტანეს. კანონპროექტი მიზნად ისახავს, ინტერნეტპროვაიდერებმა შეიმუშავონ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც, თუკი "გარე ძალები" ქვეყნის საერთაშორისო ინტერნეტისგან იზოლირებას შეეცდებიან, რუსეთს ინტერნეტი მაინც მიეწოდებოდეს. 

Интерфакс-ის წყაროს ცნობით, ბიუჯეტში მომავალ 3 წელში 1.8 მილიარდი რუბლია გათვალისწინებული ამ კანონის შესასრულებლად. თავად კლიშასი ამბობდა, რომ ამ ინიციატივის შესასრულებლად 20 მილიარდი რუბლია საჭირო. 

კლიშასი თავდაპირველი კანონპროექტი ბიუჯეტურ რესურსს არ ითვალისწინებდა. 

კომენტარები