დავით კირკიტაძის საქმე

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი დაიწყო
რუსთავი 2

გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება. 

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას და მის გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ის პატიმრობაში დატოვა. 

აღნიშნული გადაწყვეტილებას ამ წუთებში პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები სასამართლოსთან აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 

ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალი 353 პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავებას და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის, როდესაც ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუხერგეს.

კომენტარები