იურიდიული კომიტეტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილი დაინიშნა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი გახდა. რეგლამენტით, პირველი მოადგილის წარდგენის უფლებამოსილება კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს.

იურიდიული კომიტეტეტის მოქმედი თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია. ოხანაშვილი თავმჯდომარე მას შემდეგ გახდა, რაც ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა, მისი პირველი მოადგილე კი ვანო ზარდიაშვილი იყო. 

ბესელია თანამდებობიდან 2018 წლის დეკემბერში გადადგა და თქვა, რომ ამით უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიის განხილვა შეაჩერა. თუმცა აღნიშნა, რომ გადადგომამდე მისი მოადგილის ვანო ზარდიაშვილის გადადგომის განცხადებას ელოდებოდა, რადგან კომიტეტის თავმჯდომარეობას მას ვერ დაუტოვებდა. 

კომენტარები