იურიდიული კომიტეტი

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს

საქართველოს პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს.

პირველ ტურში ფოფხაძემ 6 დეპუტატის მხადრაჭერა მიიღო, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა და კენჭისყრის მეორე ტური გაიმართა.

მეორე ტურში ლევან გოგიჩაიშვილმა 2, ხოლო გედევან ფოფხაძემ 7 ხმა მიიღო.

ახალი თავმჯდომარის არჩევამდე კომიტეტს სწორედ ფოფხაძე უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 27 დეკემბერს დატოვა.

კომენტარები